ყვარლის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტი
ტყის მართვის და აღდგენის პროექტები12 დეკ. 2025
ყვარლის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა
2026 წლის 23 იანვარს, 11:00 საათზე, ყვარელის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: ყვარელი, კუდიგორის ქ.#1; მერიის შენობა) გაიმართება ყვარელის მუნიციპალიტეტის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განახორციელდა 2024-2025 წლებში შპს „მ3“-ის მიერ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაკვეთით.
განსახილველად წარმოდგენილია შემდეგი დოკუმენტაცია:
- ყვარლის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტი;
- ჯამური ცხრილები;
- ტაქსაციური აღწერები;
- კარტოგრაფიული მასალები და მონაცემთა ბაზა.
შენიშვნებისა და კომენტარებისთვის, 2026 წლის 16 იანვრამდე, დაუკავშირდით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელს ზურაბ ჯანიაშვილს (ტელ: 577 07 24 68, ელ-ფოსტა: zurabi.janiashvili@mepa.gov.ge).