ხშირად დასმული კითხვები

ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლებში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს.

ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გასაცემად ადმინისტრაციული საქმის წარმოება იწყება დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, რომელმაც უნდა შეავსოს სააგენტოს უფროსის მიერ, ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური განაცხადის ფორმა „სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის შესახებ“. აღნიშნულ განცხადებას გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს: ა) ინფორმაცია განსახორციელებელი საქმიანობის (სარგებლობის სახის) შესახებ ტყის მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად; ბ) ტყითსრგებლობაში მოთხოვნილი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შესაბამისი Shp-ფაილი.

ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ტყითსარგებლობის ობიექტის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დგინდება აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე, რომელიც აიღება გამოსაცხადებელი აუქციონის წლიურ საწყის ფასად.

ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ტყის მართვის ორგანოს https://forestry.gov.ge/Ge/Auctions ან/და www.eauction.ge გვერდებზე.

სასარგებლო ბმული:

იხილეთ ბმული

სპეციალური ტყითსარგებლობის უფლების გაცემა ძირითადად რეგულირდება „საქართველოს ტყის კოდექსი“- თ, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისს N221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესი“-ს შესახებ დებულებით.

სასარგებლო ბმული:

იხილეთ ბმული

ტყის ბუნებრივი გარემოთი უსასყიდლო სარგებლობა გულისხმობს პირის უფლებას, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, აგრეთვე ფიჩხი.

კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის: კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილკენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა), საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა. თუ მოპოვებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მორი წვრილი თავის ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრისა და ერთ მეტრზე მეტი სიგრძისაა, მისი ტრანსპორტირებისათვის სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

საქმიანი ეზოების უპირატესობა პირველ რიგში არის ის, რომ მერქნული რესურსით სარგებლობისთვის მოსახლეობას აღარ მოუწევს ტყეში შესვლა, რაც მათთვის მთელ რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. საქმიანი ეზოები გაუადვილებს მოსახლეობას ზამთრისთვის სასურველი მოცულობის (7-15 კბმ) სათბობი შეშის (ხე-ტყის), ასევე სამასალე მერქნის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

საშეშე მერქნის ღირებულება საქმიან ეზოში დღეის მდგომარეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 1 მ3 საშეშე (სათბობი) რესურსის ფასი (წიწვოვანი, ფოთლოვანი) შეადგენს: ფოთლოვანი მერქნიანი სახეობები - 90 ლარი (ტრანსპორტირებით) 75 ლარი (ტრანსპორტირების გარეშე); წიწვოვანი მერქნიანი სახეობები - 85 ლარი (ტრანსპორტირებით) 70 ლარი (ტრანსპორტირების გარეშე). დადგენილი სარეალიზაციო ფასები ტრანსპორტირებით მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით, ხოლო 30 კმ-ის ზევით ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება 1მ3-ისთვის 0,50 ლარი; საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება №4 დანართით და 1 კბმ-ზე შეადგენს 20 ლარს.

სააგენტოს მიერ დამზადებული სამასალე მერქნული რესურსის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ტყის მართვის ორგანოს https://forestry.gov.ge/Ge/Auctions ან/და www.eauction.ge გვერდებზე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აუქციონის საშუალებით შეიძინოს მისთვის სასურველი ჯიშისა და მოცულობის ხე-ტყე.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ 2013-2020 წლებში განახორციელა 4000 ჰა ფართობის ტყის აღდგენა-გაშენება.

ტყის დროებითი სანერგეების მოწყობა, ტყის კულტურების გაშენება, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა და რეკონსტრუქცია.

ამ ეტაპზე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის დროებით სანერგეებში გამოყვანილ ნერგს არ ყიდის.

ტყის გაშენება ხდება მხოლოდ საქართველოს ტყის სახეობებით (მაგ. მუხა, იფანი, ნეკერჩხალი, წაბლი, ფიჭვი, სოჭი და სხვა).

ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება რეგიონებიდან წარმოდგენილი ყოველწლიური გეგმების საფუძველზე შედგენილი ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების მიხედვით. ყოველწლიურად ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება დაახლოებით 200-300 ჰექტარ ფართობზე.

ეროვნული სატყეო სააგენტო საბოძე მასალის მისაღებად აშენებს აკაციის მიზნობრივ პლანტაციებს.

ტყის აღდგენა-გაშენებისათვის საჭიროა მომზადდეს ტყის-აღდგენა გაშენების შესაბამისი პროექტი სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა ღონისძიება. ტყის აღდგენა-გაშენების პროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად უნდა წარმოადგინონ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

ტყის ხანძრები ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს, ეკონომიკას და ადამიანის ჯანმრთელობას, ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადამიანების საცხოვრებელ გარემოსა და სიცოცხლეს.

ხანძრის გაჩენის რისი ყველა ტყეში არსებობს, თუმცა წიწვოვან ტყეებში ხანძრის გაჩენის მეტი ალბათობა არსებობს, შესაბამისად წიწვოვან კორომებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

საქართველოში ტყის ხანძრები ყოველწლიურად ჩნდება, ბოლო 10 წლის მანძილზე ტყის ტერიტორიაზე 500 მდე ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ხანძრით მოცული ფართობი 5000-მდე ჰექტარს შეადგენს.

სასარგებლო ბმული:

იხილეთ ბმული

ტყეში ხანძრის კერის აღმოჩენისას აუცილებლად უნდა დავრეკოთ 112-ში. ძლიერი ხანძრის შემთვევაში დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია და გადაინაცვლეთ ტბისკენ, მდინარისკენ ან უტყეო სივრცეებისკენ.

ტყის ხანძრების ლიკვიდაციის სამუშაოებს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მონაწილეობით.

ტყის ხანძრები ძირითად გამომწვევ მიზანს ადამიანის დაუდევრობა წარმოადგენს. საშუალოდ ყოველი 100 ხანძრიდან მხოლოდ 7-10% არის ბუნებრივი წარმოშობის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ტყეში დატოვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენიც შეიძლება გახდეს!!!

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში - ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

ხანძარი ცხელ დღეებში ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს, თუმცა განსაკუთრებული საფრთხე ზაფხულის პერიოდს უკავშირდება. კლიმატის ცვლილება - ტემპერატურის მატება და ნალექების შემცირება, რისკებისა და ხანძრის შემთხვევების მატების მიზეზია, სწორედ კლიმატის ცვლილების მიზეზია ბოლო დროს ზამთრის პერიოდში გააქტიურებული ხანძრები.

არ შეიძლება ტყეში ჩაუქრობელი ასანთის ღერის, სიგარეტის ნამწვავისა და სხვა საგნების გადაგდება. ასევე ბალახისა და სავარგულების გადაწვა, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის ტყის სიახლოვეს.

ტყეებში მავნებელ-დაავადებების გავრცელება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. კლიმატის ცვლილება, ტყეების დაბინძურება (ჩახერგილობა), უკანონო ჭრები, მავნებლების ინვაზია და სხვა განაპირობებს ტყეების სანიტარიულ მდგომარეობას.

საქართველოს ტყეები მაღალი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით ხასიათდება, რომელთა ნაწილს ტყეების მავნებელ-დაავადებებიც წარმოადგენენ. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გვხვდება ისეთი მავნე ორგანიზმები როგორებიცაა : ქერქიჭამიები, ხარაბუზები, პეწიანები, ალურები და სხვა.

დაავადებულ ტყეებს, ისევე როგორც ადამიანის შემთხვევაში, ინვიდუალური მიდგომა სჭირდება. სხვადასხვა მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ სხვადასხვა მკურნალობის მეთოდი გამოიყენება, როგორებიცაა : შეწამლვა ბიოლოგიური/ქიმიური ინსექტიციდების გამოყენებით, ფერომონიანი მწერმჭერების გამოყენება, სანიტარული ჭრები და სხვა.

მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, წაბლზე გვხვდება საშიში პათოგენი სოკო, რომელსაც წაბლის ქერქის კიბოს სახელით ვიცნობთ. აღნიშნულმა სოკომ მთელს მსოფლიოში მოახერხა გავრცელება და წაბლნარი კორომების დაავადება.

ტყეში ხეების ხმობის დაფიქრისების შემთხვევაში უნდა დარეკოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 153.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნანი მჭედლიშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: ელ.ფოსტა: nani.mchedlishvili@forestry.gov.ge

✨მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის, სიტუაციური ნახაზის ან/და აბრისის მომზადება); ✨გენერალური ლიცენზიისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობისთვის და სოჭის გირჩის მოპოვებისთვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა; ✨ხაზობრივი ნაგებობისთვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის, სიტუაციური ნახაზის ან/და აბრისის მომზადება); ✨ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარგლებში მონიშნული ტყეკაფებისა) ან სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტერიტორიის ამორიცხვამდე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია ძველი ტყეთმოწყობის მასალებში ტერიტორიულ სატყეო სამსახურებში. ხოლო განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმებში სააგენტოს ვებ-გვერდზე.

სასარგებლო ბმული:

იხილეთ ბმული

მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სოციალური ჭრის ფარგლებში (არაკომერციული მიზნით) ხორციელდება II ხარისხის ხე-ტყის (საშეშე) გამოყოფა. II ხარისხის ხე-ტყე კალენდარული წლის განმავლობაში ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არა უმეტეს 7 მ3-ისა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში, კალენდარული წლის განმავლობაში, ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არაუმეტეს 15 მ3-ი. მოქალაქე მიმართვას ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც განსაზღვრული რესურსის მოცულობის ფარგლებში გადაიხდის მერქნული რესურსის მოსაკლრებელს და მომსახურების საფასურს, ბანკიდან აიღებს შესაბამის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, რომელშიც მითითებულია ტყეკაფის ნომერი. მიმართვას სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომელს (ტყისმცველს), რომელიც არსებული ქვითრის საფუძველზე მიუთითებს ბოლეთში არსებულ ტყეკაფზე მოსაჭრელ ხე-ტყეს, მოქალაქის მიერ ხე-ტყის დამზადების შედეგად ტყის მცველი ტრანსპორტირებისთვის გამოწერს ხე-ტყის დამზადების დოკუმენტს.