სააგენტოს მიზნები და ამოცანები
სააგენტოს ძირითადი მიზნებია:
- ტყის მოვლა და აღდგენა;
- ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.
სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:
- ტყის ფონდის მართვა წინამდებარე დებულების, საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.
- ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
- ტყითსარგებლობის რეგულირება;
- ტყის ფონდის ტერიტორიაზე კონტროლის (გარდა სალიცენზიო პირობებისა) განხორციელება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში;
- ტყის აღრიცხვის განხორციელება.