ძირითადი ინფორმაცია
ტყისა და ტყის მიწების სპეციალური სარგებლობით გაცემა (იჯარა) ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს ინიცირებით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
ტყითსარგებლობის უფლების მოპოვება ხდება ელექტრონული აუქციონების მეშვეობით.
ტყით სპეციალური სარგებლობის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს მოკლევადიანი (არაუმეტეს 2 წლისა) და გრძელვადიანი (არაუმეტეს 49 წლისა).
ტყის სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ტყითსარგებლობის ობიექტის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დგინდება აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე, რომელიც აიღება გამოსაცხადებელი აუქციონის წლიურ საწყის ფასად (გარდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების შემთხვევისა). პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია, განისაზღვროს აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
დასაშვებია სხვადასხვა ტყითსარგებლობის სახის ერთდროულად განხორციელება (კომპლექსური ტყითსარგებლობა) თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლის ერთმანეთს.
ტყისა და ტყის მიწების სპეციალური სარგებლობით გაცემის (იჯარა) შესაძლებელი მიზნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მომდევნო გვერდებზე.
დეტალური ინფორმაცია - საქართველოს მთავრობის დადგენილება N221 "ტყითსარგებლობის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
- ძირითადი ინფორმაცია
- პლანტაციური მეურნეობის მოწყობა
- სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა
- საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა
- ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი
- სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი