სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი
სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა გულისხმობს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის ისეთ განხორციელებას, რომელიც დაკავშირებულია ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის რესურსების ამ საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი მოცულობითა და გონივრულ ფარგლებში გამოყენებასთან.
დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:
ა) საქმიანობის შესახებ;
ბ) კვლევის მიზნის და მეთოდის შესახებ;
გ) მერქნული რესურსის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, მისი სახეობების და მოცულობის შესახებ;
დ) საქმიანობის ვადების შესახებ;
ე) გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობის შესახებ.

- ძირითადი ინფორმაცია
- პლანტაციური მეურნეობის მოწყობა
- სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა
- საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა
- ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი
- სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი