მოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
სააგენტოში დაცული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისათვის საჭიროა შეავსოთ ზემოთ მითითებული ყველა ველი (სახელი, გვარი და სხვ.) და გრაფაში – „აირჩიეთ ფაილი“ ატვირთოთ თქვენი განცხადება, რომელიც უპასუხებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს (მათ შორის იქნება ხელმოწერილი). განცხადების ნიმუშად შეგიძლიათ გამოიყენოთ (შეავსოთ) შემდეგი ფაილი – განცხადების ფორმა.
ინფორმაციის ელექტრონული გამოთხოვა ასევე შესაძლებელია მოქალაქის პორტალის – www.mygov.ge საშუალებით. პორტალის სარგებლობისთვის უნდა გამოიყენოთ კომპიუტერზე სპეციალური წამკითხველით მიერთებული ახალი პირადობის მოწმობა ან მიბრძანდეთ იუსტიციის სახლში და პორტალზე დასარეგისტრირებლად აიღოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი.