ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი
ცხოველთა თავშესაფრების (მათ შორის, სეზონურის) და სანაშენის მოწყობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების/მოშენების და რეალიზაციის მიზნით. ამ სახის ტყითსარგებლობა არ ნიშნავს თავშესაფრისა და სანაშენის გარეთ ცხოველთა უკონტროლო და თვითნებური ძოვების უფლების მოპოვებას.
ცხოველთა თავშესაფარი ეწყობა, როგორც ცხოველთა სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს ტყვეობის მძიმე პირობებში მყოფი ან დასახიჩრებული/დაზიანებული ცხოველების შენახვა და რეაბილიტაცია, ან მუდმივი შენახვა, თუ მათი ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია.
ცხოველთა სანაშენის მოწყობის მიზანია ცხოველთა გამრავლება, მათი ბუნებაში გაშვების მიზნით.
დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) შერჩეული ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) შერჩეული ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალ(ებ)ის და ლიტერის, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ;
გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზების, შენობა-ნაგებობისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ.

- ძირითადი ინფორმაცია
- პლანტაციური მეურნეობის მოწყობა
- სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა
- საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა
- ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი
- სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი