თიანეთის სატყეო უბნის არტაანის და ახალსოფლის სატყეოებში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის, შპს ,,ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ“-ზე გაცემული N1000041 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის გეგმის პროექტი

ტყის მართვის და აღდგენის პროექტები16 მარ. 2020

ბეჭდვა

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილებით დამტკიცებული "ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი"-ს მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო განხილვისათვის წარმოგიდგენთ ამავე სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის (ყოფილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო) თიანეთის სატყეო უბნის არტაანის და ახალსოფლის სატყეოებში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის, შპს "ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ"-ზე გაცემული N1000041 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის გეგმის პროექტს.

გთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები წერილობით წარმოადგინოთ 2020 წლის 25 აპრილამდე.

წარმოდგენილი პროექტის საჯარო განხილვა, მისი შემდგომი დამტკიცებისათვის, ჩატარდება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ. N6).