გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ზოტის და ზემო სურების სატყეოებში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის, შპს ,,გურია ჯფ“-ზე გაცემული N100071 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის გეგმის პროექტი

ტყის მართვის და აღდგენის პროექტები16 აპრ. 2021

ბეჭდვა

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“-ს მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო განხილვისათვის წარმოგიდგენთ ამავე სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ზოტის და ზემო სურების სატყეოებში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის, შპს ,,გურია ჯფ“-ზე გაცემული N100071 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის გეგმის პროექტს.

გთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები წერილობით წარმოადგინოთ 2021 წლის 7 მაისამდე.

წარმოდგენილი პროექტის საჯარო განხილვა, მისი შემდგომი დამტკიცებისათვის, ჩატარდება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში (მისამართი: გულუას N6).