თელავის სატყეო უბნის ფშაველის სატყეოში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის, შპს “ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ.“-ზე გაცემული N1000039 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის გეგმის პროექტი
ტყის მართვის და აღდგენის პროექტები15 ივნ. 2020
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადება
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“-ს მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო განხილვისათვის წარმოგიდგენთ ამავე სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის (ყოფილი სამმართველოს) თელავის სატყეო უბნის ფშაველის სატყეოში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის, შპს “ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ.“-ზე გაცემული N1000039 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის გეგმის პროექტს.
გთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები წერილობით წარმოადგინოთ 2020 წლის პირველ ივლისამდე. წარმოდგენილი პროექტის საჯარო განხილვა, მისი შემდგომი დამტკიცებისათვის, ჩატარდება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ. N6).