ტყის აღრიცხვის დეპარტამენტი
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:ირაკლი სისვაძე
ტელეფონი:595 000020
ელ. ფოსტა:irakli.sisvadze@forestry.gov.ge
ხელმძღვანელი:ირაკლი სისვაძე
ტყის აღრიცხვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ღონისძიებების ორგანიზებას;
ბ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზებას;
გ) ტყის ფონდის მონიტორინგს და მიღებულ მონაცემთა დამუშავებას;
დ) ტყის ფონდის ფართობების კარტოგრაფიული მასალების მომზადებას;
ე) ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან, დაზუსტებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვას.
ტყის ინფორმაციის და კადასტრის სამმართველო
ხელმძღვანელი:ანრი არაბიძე
ტყის ინფორმაციის და კადასტრის სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:ანრი არაბიძე
ტელეფონი:595 927375
ელ. ფოსტა:Anri.Arabidze@forestry.gov.ge
ხელმძღვანელი:ანრი არაბიძე
ტყის ინფორმაციისა და კადასტრის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) ტყის ფონდის ფართობების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება;
ბ) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება;
გ) ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების ან/და კორექტირების სამუშაოების კოორდინაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
დ) დადგენილი წესით, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება;
ე) სარგებლობის უფლებით გასაცემი სხვა ობიექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) ტყის ფონდის ფართობის რეგისტრაციის მიზნით მასალების მომზადება და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა;
ზ) ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შემუშავების ორგანიზება.
ტყის ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის სამმართველო
ხელმძღვანელი:ვლადიმერ ვაშაკიძე
ტყის ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:ვლადიმერ ვაშაკიძე
ტელეფონი:595 000017
ელ. ფოსტა:vladimer.vashakidze@forestry.gov.ge
ხელმძღვანელი:ვლადიმერ ვაშაკიძე
ტყის ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად) დაყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ბ) ტყის ფონდის აღრიცხვის ორგანიზება;
გ) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზება;
დ) ტყის მართვის გეგმების შედგენა ან/და შედგენის ორგანიზება;
ე) ტყითსარგებლობისა და ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტებთან ერთად ტყის მართვისა და
ტყითსარგებლობის გეგმების შედგენა-განხილვის ორგანიზება;
ვ) ტყის აღრიცხვის ტექნიკური დავალების შემუშავება;
ზ) საკუთარ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება