ფონტის ზომა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი:გიორგი ნოზაძე

ტელეფონი:591100601

ელ. ფოსტა:giorgi.nozadze@forestry.gov.ge

ხელმძღვანელი:გიორგი ნოზაძე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვა; პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დაცვას მიკუთვნებულ საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება, სამართლებრივი აქტების პროექტების, წესების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება; პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათანადო ჩართულობა; პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა; პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი; პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინციდენტის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება, ინციდენტის შეფასება და შესაბამისი რეაგირება, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ინციდენტის შესახებ შეტყობინება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, საჭიროების შემთხვევაში კი მონაცემთა სუბიექტთან.

2. შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება სამსახურის მიზანსა და ინტერესებს;

3. უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

4. დაიცვას და გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, მიიღოს ზომები ქონების დაზიანებისა და განადგურებისაგან დასაცავად. სამსახურის ქონების დატაცება/დაზიანების შემთხვევაში პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

5. სრულად აუნაზღაუროს დამსაქმებელსა და მესამე პირებს მისი ბრალით მიყენებული ზიანი; 

6. არ გაახმაუროს ისეთი კონფიდენციალური ან/და სამსახურეობრივი საიდუმლო ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ყოფნის დროს და რომელმაც შეიძლება ზიანი მოუტანოს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს. ინფორმაციის გაცემად ითვლება მისი ნებისმიერი ფორმით (ზეპირი ან წერილობითი) გამხელა მესამე პირისათვის. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომაც;

7. დაიცვას და არ გაამჟღავნოს იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე;

8. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნოს მისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით გადაცემული ქონება და ასევე მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო მის სამსახურეობრივ მოვალეობასთან;

9. გადაწყვიტოს საკითხები, რომელიც სამსახურის დებულებით, შინაგანაწესით, სააგენტოს უფროსის მითითებით, განეკუთვნება მის კომპეტენციას. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელოს მხოლოდ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ს უფროსის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.