საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:თამარ მეფარიშვილი
ტელეფონი:599 589141
ელ. ფოსტა:tamara.meparishvili@forestry.gov.ge
ხელმძღვანელი:თამარ მეფარიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ინფორმირება;
ბ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მართვა და სააგენტოს პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენა;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებასთან, არასამთავრობო და კერძო სექტორთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სააგენტოს
მონაწილეობით შეხვედრების ორგანიზება;
ე) საჭიროებისამებრ პრესკონფერენციების, საგანგებო ბრიფინგების, ინტერვიუების, ასევე სემინარების და ტრენინგების ორგანიზება;
ვ) სააგენტოს სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნება;
ზ) სააგენტოს ლოგოს გამოყენებაზე, საიმიჯო ბეჭდვითი მასალის და სხვა ატრიბუტიკის დამზადების პროცესის კოოორდინაცია;
თ) საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ნანი მჭედლიშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: ელ.ფოსტა nani.mchedlishvili@forestry.gov.ge