საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:თეიმურაზ ქოჩიაშვილი
ტელეფონი:599547575
ელ. ფოსტა:teimuraz.kochiashvili@forestry.gov.ge
ხელმძღვანელი:თეიმურაზ ქოჩიაშვილი
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვას;
ბ) სააგენტოს საკანცელარიო საქმიანობის წარმოებას.
2. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოს საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა დაკონტროლი.სააგენტოსუფროსისსამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების ვადების კონტროლი და შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა- შენახვის უზრუნველყოფა;
გ) საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;
ე) სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ორგანიზება. სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე სააგენტოს თანამშრომელთა საზღვრებს გარეთ მივლინების ორგანიზება;
ზ) სააგენტოს თანამშრომელთა შეფასების სისტემის ადმინისტრირება; კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“