ბოლნისის მუნიციპალიტეტში "საქმიანი ეზო მოეწყო"

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სატყეო რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად ახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“.

„სოციალური ჭრები, რაც მოსახლეობის მიერ საშეშე მერქანის საკუთარი ძალებით დამზადებას გულისხმობს, ეტაპობრივად უქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ახალი სერვისების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. მოსახლეობას საშუალება ეძლევა, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებითაც“, - აღნიშნა კახა ცერცვაძემ. 

ეროვნულ სატყეო სააგენტოს, 2023 წლის ბოლომდე, დამატებით, 17 „საქმიანი ეზოს“ მოწყობა აქვს დაგეგმილი.