დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო იმერეთის რეგიონში
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
საამქროს ტერეიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 2 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.