ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 ფაქტი გამოავლინეს

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის  თვეში,  ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70  ფაქტი გამოავლინეს.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 - ქვემო ქართლის, 4 - შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 13 - გურიის, 3 - იმერეთის, ხოლო 9 ფაქტი გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია; ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია  და გადაყვანილია  სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

2023 წლის ივნისში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 220 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 150 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 70 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში,  ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 605 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“  დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1770 კუბური მეტრი შეადგინა.