ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მაისის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 81 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 81 ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 36 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 - ქვემო ქართლის, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 19 - შიდა ქართლის, 9 - სამცხე-ჯავახეთის, 5 - იმერეთის, 5 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევის მიმართ შეადგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.
2023 წლის მაისში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 170 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 20 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 150 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 535 ფაქტია გამოვლენილი, „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1550 კუბური მეტრი შეადგინა.