22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ფოკას წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტეროტორიაზე, დარგვის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული სასწავლებლის „ოპიზარი“ სატყეო საქმის სტუდენტებმა მიიღეს. აქციის ფარგლებში, მონასტრის ტერიტორიაზე 100-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც სასულიერო პირები და მრევლი იზრუნებს.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.