გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ზოტის და ზემო სურების სატყეოებში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის, შპს ,,გურია ჯფ“-ზე გაცემული N100071 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის გეგმის პროექტი
ტყის მართვის და აღდგენის პროექტები26 ივლ. 2021
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადება
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“-ს მე-20 მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო განხილვისათვის წარმოგიდგენთ ამავე სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ზოტის და ზემო სურების სატყეოებში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის, შპს ,,გურია ჯფ“-ზე გაცემული N100071 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის გეგმის პროექტს.
გთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები წერილობით წარმოადგინოთ 2021 წლის 13 აგვისტომდე.
წარმოდგენილი პროექტის საჯარო განხილვა, მისი შემდგომი დამტკიცებისათვის, ჩატარდება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში (მისამართი: გულუას N6).