საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა-ECO.GEORGIA

საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა-ECO.GEORGIA

საერთაშორისო პროექტები16 ივლ. 2022

ბეჭდვა

კონტექსტი

საქართველოს  ტყეები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სათბური აირების (GHG) ემისიების ჩაჭერაში, თუმცა “ტრადიციული ბიზნესის სცენარებით“, მოსალოდნელია, რომ ეს ემისიები 2030 წლისთვის 70%-ით გაიზრდება. ამავრდოულად, ტყეების დეგრადაციიის გამო, LULUCF-ის (მიწათსარგებლობა, ცვლილებები მიწათსარგებლობაში და მეტყევეობა) სექტორის მიერ [ნახშირბადის] შთანთქმის უნარი სწრაფი ტემპით იკლებს. ერთის მხრივ, კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და მეორეს მხრივ, სოფლის მოსახლეობის მხრიდან საწვავ ხე-ტყეზე მაღალი მოთხოვნა, მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს საქართველოს ტყეებზე, ვინაიდან სოფლის მოსახლეობის თითქმის 90% ენერგო საჭიროებები შეშით კმაყოფილდება.  

ECO.Georgia წარმოადგენს კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტს, რომელიც ერთობლივად  ხორციელდება GIZ-ისა და საქართველოს მთავრობის  მიერ და რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელებას. პროექტი მიზნად ისახავს სათბური აირების შერბილებას, ბუნებასთან ახლოს ტყეების მართვისა და ენერგო ეფექტურობის გაუმოჯბესების გზით, რათა შემცირდებს მოთხოვნა საწვავ ხე-ტყეზე.

პროექტის მიზნები და ამოცანები:

პროექტის „ECO.Georgia“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ტრანსფორმაციული სატყეო რეფორმის დღის წესრიგი, რათა ტყეები, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, მოაქციოს მდგრადი მართვის (SFM) ჩარჩოში; ეს კი მიიღწევა ტყის მდგრადი მართვის სისტემის დანერგვით ეროვნულ დონეზე  - (პროექტის პირველი კომპონენტის ფარგლებში), ენერგო-ეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებით (პროექტის მეორე კომპონენტის ფარგლებში), რათა შემცირდეს საქართველოს ტყეების დეგრადაცია   და საწვავი ხე-ტყის არამდგრადი მოხმარება; პროექტის მესამე კომპონენტი დაეხმარება რეფორმის განხორციელებას საარსებო საშუალებების გამრავალფეროვნებითა და ადგილობრივი თვითმმართეველობის გაძლიერებით, ტყესთან ახლოს მდებარე თემებში. გაძლიერდება ადგილობრივი მართვის ორგანოებისა და მოსახლეობის შესაძლებლობები, რათა უკეთ ჩაერთონ ტყის მდგრადი მართვის პროცესში. პროექტის მესამე კომპონენტის მიზანია შემოსავლის წყაროების გამრავალფეროვნება ტყესთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესებითა და სატყეო სფეროსთან დაკავშრებული ცოდნისა და უნარების ხელმისაწვდომობის გზით.

პროექტის პარტნიორები:

პროექტის სამთავრობო პარტნიორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საინისტრო. 
გარდა კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF), პროექტი თანადაფინანსებულია: 
(1) საქართველოს მთავრობის (GoG), (2) გერმანიის ეკონომიკური თანამშორმლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), (3) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები (აღმასრულებელი ერთეულები) არიან: 1. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ),
2. ეროვნული სატყეო სააგენტო (NFA), 
3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (DES),
4. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი  (EIEC), 
5. სოფლის განვითარების სააგენტო (RDA)