სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021-2026
სტრატეგიული დოკუმენტაცია03 ივნ. 2021
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო წარმოადგენს ქვეყანაში ძირითად ტყის მართვის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ტყითსარგებლობის, ტყის აღრიცხვის, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ქვეყნის 9 რეგიონში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.
წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებები, რომლის თანმიმდევრული შესრულება უზრუნველყოფს საქართველოში ტყის მართვის პროცესების გაუმჯობესებას და სააგენტოზე დაკისრებული ვალდებულებების უკეთ შესრულებას.