საქართველოში სატყეო რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების შემცირებისთვის

საქართველოში სატყეო რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების შემცირებისთვის

საერთაშორისო პროექტები07 მაი. 2020

ბეჭდვა

სტატუსი: მიმდინარეობს მოლაპარაკება

განხორციელების პერიოდი: 2020 – 2027 წლები

მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ტყეების დეგრადაცით გამოწვეული ემისიების შემცირებას ტყეების მდგრადი მართვის გზით, აგრეთვე ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის პოპულარიზაციას, საშეშე მერქნის მოხმარების შესამცირებლად, რაც ტყეების დეგრადაციის მთავარი გამომწვევი მიზეზია. 

პროექტის ხანგრძლივობა 7 წელია და ის განხორციელდება შემდეგი სამი კომპონენტის საშუალებით: 
კომპონენტი 1: ტყის მდგრადი მართვა; 
კომპონენტი 2: ბაზრის განვითარება ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავისთვის;
კომპონენტი 3: საარსებო საშუალებები და ადგილობრივი თვითმმართველობა ტყის მართვაში. 

პროექტი განიზრახავს სამ სამიზნე რეგიონში რვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას 270,807 ჰა-ზე ტყის მდგრადი მართვის განხორციელებაში, ახალი ტყის კოდექსის და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის (მაგ. ბრიკეტები) გამოყენებას, საწვავი ხე-ტყის მოხმარების შემცირების მიზნით.

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის შედეგად, შემცირდება სათბური აირების (GHG) ემისიები, რაც 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 5,2 მილიონი ტCO2 ეკვივალენტია. გარდა ამისა, პროექტი გაამყარებს ინსტიტუციონალურ და მარეგულირებელ სისტემებს, დაბალი ემისიის დაგეგმვისა და განვითარებისათვის, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, ამასთანავე, გაუმჯობესდება კანონის აღსრულებაც.

პროექტის წინადადების შემუშავების პროცესში მომზადდა დოკუმენტები:
1. კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) წარდგენილი პროექტისთვის გენდერული სამოქმედო გეგმა;
2. გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა.

დონორი: მწვანე კლიმატის ფონდი (GCF), Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC);

განმახორციელებელი: პროექტს ეყოლება ხუთი აღმასრულებელი პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო (NFA), გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (DES), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC), სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (ARDA), Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH.