გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტი

გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტი

ტყის მართვის და აღდგენის პროექტები09 მარ. 2020

ბეჭდვა

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადება

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“-ს მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო განხილვისათვის წარმოგიდგენთ ამავე სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტი.

გთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები წერილობით წარმოადგინოთ 2020 წლის 3 აპრილის ჩათვლით.

წარმოდგენილი პროექტის საჯარო განხილვა, მისი შემდგომი დამტკიცებისათვის, ჩატარდება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში (მისამართი: გულუას N6). განხილვის ზუსტი თარიღი გამოცხადდება დამატებით.