შეხვედრა შვედეთის სატყეო დარგის პროფკავშირების წარმომადგენლებთან

ბეჭდვა

საქართველოში სატყეო სექტორის გაცნობის მიზნით შვედეთის სატყეო დარგის პროფკავშირების თავმჯდომარის პოლიტიკური მრჩეველი იუნგე დაოსონი, პროფკავშირების მოლაპარაკებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაგნუს ლინდბერგი და გლობალური პროფკავშირების BWI -ის პროექტების კოორდინატორი მიხეილ კარტაშოვი იმყოფებიან. პროფკავშირების წარმომადგენლები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მხარეებმა დარგში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. 

დღესვე შვედმა სტუმრება შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ოფისი დაათვალიერეს და მეტყვეების მუშაობის სფეციფიკას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბორჯომის ხეობასაც ეწვევიან, სადაც ტყითსარგებლობისა და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნობიან.