ექსპერტების შეხვედრა ზესტაფონის წაბლნარის კორომებში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოწვევით, საქართველოში, საერთაშორისო ექსპერტი, დოქტორი ირინა მაციახი იმყოფება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გასვილითი შეხვედრა ზესტაფონში, სატყეო უბანში დაავადებული წაბლის კორომებში გაიმართა. გასული წლიდან ზესტაფონის სატყეო უბნის წაბლნარ კორომებში სატყეო-პათოლოგიურ შესწავლა მიმდინარეობდა. განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც.
ექსპერტმა კვლევების შედეგები დღეს ადგილობრივ მოსახლეობას, თვითმმართველობის წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს გააცნო. შეხვედრაზე სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სატყეო სააგენტოს გეგმებზეც იმსჯელეს.
წაბლნარი კორომებში, კვლევის შედეგებზე დაყრნობით, ეროვნულ სატყეო სააგენტოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა აქვს, რომლის თანახმადაც კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება. რაც გულისხმობს, როგორც დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების გამოყენებას, ასევე, სანიტარულ ჭრებს, ტყის აღდგენისა და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ქმედებებს.
დაავადების წინააღმდეგ გამოსაყენებელ მეთოდებსა და ეფექტურ საშუალებებზე მეცნიერები დღემდე მსჯელობენ, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილებით, ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება.
წაბლის (Castanea sativa Mill.) ხმობის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის (ისევე, როგორც ევროპისთვის) ბევრ წელს ითვლის. ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მაშინდელი მკვლევარების თანახმად ხმობა გამოწვეული იყო ე.წ „მელნისებრი ავადმყოფობით“. დღეისათვის დადგენილი ხმობის გამომწვევი სოკო Endothia parasitica.