სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები კავთისხევში

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს იწყებს. სოფელ კავთისხევში, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი ადგილზე გაეცნო.

სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.

სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.