შეხვედრა პროფესიული კოლეჯების პედაგოგებთან

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტო, გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების დახმარებით, 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სატყეო განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით 4 პროფესიულ სასწავლებელში (ქობულეთში, ახალციხეში, კაჭრეთში და წინამძღვრიაანთკარში) წარმატებით მიმდინარეობს სატყეო საქმის პროგრამა. სწავლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

პროფესიული კოლეჯების პედაგოგებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი შეხვდა და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა. შეხვედრაზე იმ მიმართულებებზეც ისაუბრეს, სადაც სატყეო სააგენტოს ჩართულობა კიდევ უფრო დაეხმარება სასწავლო პროცესის განხორციელებას. განახლდება სასწავლო მოდულები, რაც ეფექტურს გახდის კვალიფიციური სატყეო საქმის სპეციალისტის მომზადებას.

სატყეო სააგენტო მომავალშიც მხარს დაუჭერს სატყეო განათლებას ქვეყანაში. მეტყევის პროფესია საჭირო და პრიორიტეტულია, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება მოთხოვნა პროფესიულ კადრზე.