გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სატყეო სააგენტოს უფროს თორნიკე გვაზავასთან ერთად, რეგიონული სატყეო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

ბეჭდვა


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სატყეო სააგენტოს უფროს თორნიკე გვაზავასთან ერთად, რეგიონული სატყეო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია; სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფა; ხე-ტყის დამზადებისა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოები; საბიუჯეტო ორგანიზაციების, მათ შორის საჯარო სკოლების საშეშე მერქნით მომარაგების საკითხები - ეს ის თემებია, რომლებზეც მათ რეგიონული სატყეო სამსახურების ხელმძღვანელებისგან ანგარიში მოისმინეს.

დღესვე, თორნიკე გვაზავამ თანამშრომლებს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი გიორგი კვირჩილაძე წარუდგინა.