კოლხური ბზის კორომების შეწამვლითი ღონისძიებები სოფელ მუხურაში

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიროტიაზე, ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლითი ღონისძიებები ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს სოფელ მუხურაში სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ადგილზე გაეცნო, სადაც 50 ჰა - მდე ფართობი შეიწამლა.

ეროვნული სატყეო სააგენტო ბზის კორომების შეწამვლას საქართველოს სამ რეგიონში იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წლიდან ახორციელებს. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, შეწამვლითი სამუშაოები სამჯერ, 400 ჰა ფართობზე განხორციელდა, რასაც 2017 წელს დაემატა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი. საერთო ჯამში გასულ წელს ბილოგიური პრეპარატით, შეწამლული იქნა 550 ჰა ბზით დაფარული ფართობი. 

მიმდინარე წელსაც, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ბზის კორომები სამჯერ იქნება შეწამლული საქართველოს სამ რეგიონში - იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში. ასევე, მავნებლის ინტენსიური მონიტორინგისა და დიდი რაოდენობით დაჭერა-განადგურების მიზნით, ბზის კორომებში განთავსდება 1500 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, იგეგმება ასევე სხვადასხვა ალტერნატიული ბრძოლის ღონისძიებების გამოცდაც.