სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წლის თებერვლის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 117 ფაქტი გამოავლინეს

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 117 ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 376,984 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 134,329 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე, ხოლო 242,655 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი. ამოღებული ხე-ტყე „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 35 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 11 - ქვემო ქართლის, 2 - მცხეთა-მთიანეთის, 8 - შიდა ქართლის, 33 - სამცხე-ჯავახეთის,  11 - იმერეთის,  8 - გურიის, 3 -  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.