საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო იმერეთის რეგიონში

ბეჭდვა

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

საამქროს ტერეიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 2  კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.