ეროვნულ სატყეო სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ბეჭდვა

ეროვნულ სატყეო სააგენტოს კახა ცერცვაძე უხელმძღვანელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. 

კახა ცერცვაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში იგი იკავებდა ქალაქ თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პოზიციებს. 

დღემდე, კახა ცერცვაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.