საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში

ბეჭდვა

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ პირველ ეტაპის  შედეგები სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებმა  განიხილეს.

აღნიშნული პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის კონსორციუმის წარმომადგენლობისა  და ზავიტა კონსალტინგის მიერ ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის სამუშაოები 30 ათას ჰა ფართობზე  ჩატარდა, მომზადდა ტყის მართვისა და რეკრეაციული განვითარების გეგმები, „საქმიანი ეზო” ეფექტიანი ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკით აღიჭურვა,  გადამზადდნენ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.  

შეხვედრაზე, მხარეებმა, განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, სამომავლო ქმედებებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 2023 წლიდან, პროექტის ფარგლებში, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამა განხორციელდება, მოეწყობა სატყეო გზები სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით და შეიქმნება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო ბილიკები, საბანაკე და საპიკნიკე ადგილები. 

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ძირითადი მიზნები  ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის  და გარემოსდაცვით შეთანხმებებში გაერთიანებული ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.