საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ავსტრიაში დასრულდა

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს გლობალური გეოპარკის კონცეფციას, მართვისა და ბიზნესმოდელს გაეცნო. საქართველოს დელეგაციამ სლოვენიის ტერიტორიაზე მდებარე გაუქმებული მინერალების მაღარო (podzemlje pace) დაათვალიერეს, რომელიც ამჟამად გეოლოგიურ მუზეუმს წარმოადგენს და ტრანსსასაზღვრო გეოპარკ კარავანკეკის (ავსტრია და სლოვენია) ერთ-ერთი მნიშველოვანი ელემენტია.

საქართველოს დელეგაციის,  რომლის  შემადგენლობაშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიუტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების  საბჭოს აპარატის წარმომადგენლებიც არიან, ვიზიტი ავსტრიასა და სლოვენიაში დღეს დასრულდა. პროექტი კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.