ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 54 ფაქტი გამოავლინეს

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, ქვეყნის მაშტაბით,  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 54 ფაქტი გამოავლინეს. 

ჯამში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 445,414 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის,  203,116 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 242,298 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. 

ტყითსარგებლობის წესის დარღვევის ფაქტებიდან, 18 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 6 - ქვემო ქართლის, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 6 - შიდა ქართლის, 5 - სამცხე-ჯავახეთის,  9 - იმერეთის,  3 -  რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. 

სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს „საქმიან ეზოებში“.  

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.