სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, აგვისტოს თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 47 ფაქტი გამოავლინეს

ბეჭდვა

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში,   ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 47 ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ,  ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 209,624 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის  44,904 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 164,72 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც დასაწყობდა ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში”.

რეგიონების მიხედვით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან, 15 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - ქვემო ქართლის, 18 - შიდა ქართლის, 4 - სამცხე-ჯავახეთის,  6 - იმერეთის,  ხოლო 2 - სამართალდარღვევა გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს „საქმიან ეზოებში“.  საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.