შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა და ბიომრავალფეროვნებისა და სტყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, ლიტველ და უნგრელ ექსპერტებთან ერთად, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის აღნიშვნაც მიზნად ისახავს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. შეხვედრა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა.
საერთაშორისო ექსპერტებმა სტუდენტებს ევროკავშირში ტყის მდგრადი მართვის, უკანონო ხე-ტყით სარგებლობის აღკვეთისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის შესახებ გამოცდილებაც გაუზიარეს.
შეხვედრას ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰოვრატი, ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსდაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების პროექტის მენეჯერი ალვარო ორტეგა აპარისიო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.