ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ტყეში გადაადიგილებისას და დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები.

ხანძრების რისკი ტყეებში განსაკუთრებით მომატებულია - გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე, მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.