ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შეძენილი სურსათ-სანოვაგით, ტკბილეულით და სათბობი შეშით  ხუთი მრავალშვილიანი ოჯახი  ხაშურში, გორში, კასპსა და ქარელში დასაჩუქრდა.

საახალწლო ტკბილეული   და სათბობი შეშა სამცხე - ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა ოჯახებმაც მიიღეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სურსათ-სანივაგე და ოთხ მრავალშვილიან ოჯახს ახალციხეში, ასპინძასა და ბაკურიანში გადასცეს.