5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, დასუფთავების აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ფონდის ტერიტორიებზე გაიმართა. აქციაში მონაწილეობა 9 რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.