ფონტის ზომა

სატყეო რეფორმის ფარგლებში შეხვედრა მცხეთა-მთიანეთში

ბეჭდვა

სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის მთავარი მიმართულებების განხილვის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსდანდრე ზაგაშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული სატყეო რეფორმის თანახმად,  ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც, თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება.

შეხვედრაზე სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა,  რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

„სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები  ზრდის სექტორში დასაქმებულთა მოტივაციას.  გაიზარდა მეტყევეთა და ტყის მცველთა თანამდებობრივი სარგო. დაგემიმილია მათი რაოდენობის გაზრდაც, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმენის ყველა რეგიონში. ტყის მცველთა დამატება სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, უზრუნველყოფს ყველა სახის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების, მათ შორის ტყის მოვლისა და აღდგენის ეფექტიანად განხორციელებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, რეგიონული სატყეო სამსახურები პირდაპირ კომუნიკაციაშია ადგილობრივ თვითმმართველობებთან“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა,  მცხეთა-მთიანეთის სატყეოს სამსახურის  ახალი  ხელმძღვანელი, გიორგი თათარაშვილი  წარადგინა.  გიორგი თათარაშვილს  საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სამინისტროს უწყებები