მრგვალი მორის გაზომვისა და მონაცემთა მართვის ინოვაციური სისტემა
ესტონური კომპანიის „TIMBETER“ და საქართველოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის (GEO) თანამშრომლობით, კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებისთვის, ახმეტის საქმიანი ეზოს ბაზაზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე ხე-ტყის/მრგვალი მორის გაზომვისა და მონაცემთა მართვის ინოვაციური ციფრული სისტემის დანერგვის საკითხები განიხილეს.
„TIMBETER“ წარმოადგენს მრგვალი მორის გაზომვისა და მონაცემთა მართვის სისტემას, რომელიც იყენებს პროგრამული ალგორითმის (machine learning), ხელოვნური ინტელექტის და ინტერნეტ ტექნოლოგიებს, რათა გაამარტივოს მორის მოცულობის, რაოდენობის, ხარისხის, ფასის დადგენა და მართვა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.