ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების სექტემბრის თვის სტატისტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2 - მცხეთა-მთიანეთის და 12 - იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 582 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 546 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1049 კუბური მეტრი შეადგინა.