დასუფთავების აქცია ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

ბორჯომის პლატო ტურისტულად დატვირთული ტერიტორიაა. აქციაში მონაწილეობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან კახა ცერცვაძესთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

“ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, რასაც ემატება მაღალი ტემპერატურა. მნიშვნელოვანია საზოგადოების პასუხისმგებლობა, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილების მოწყობისას. ნებისმიერმა დაუდევრობამ შესაძლოა ტყის ხანძრები გამოიწვიოს. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას და არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში” -აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.