ეკო-გაკვეთილი ტყის კვირეულის ფარგლებში
ტყის კვირეულის ფარგლბეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, თბილისის N176 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ეკო გაკვეთილი გაიმართა.
სატყეო ენტომოლოგმა გიორგი ბერეჩიკიძემ, მოსწავლეებს ტყეების მნიშვნელობასა და ეკოსისტემურ სერვისებზე, საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე, ქვეყანაში ფართოდ გავრეცელებულ და ასევე, წითელ ნუსხაში შესულ სახეობებზე ესაუბრა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მსგავსი ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და გარემოში ქცევის წესების დამკვიდრებას.