კახა ცერცვაძე აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს ვუგარ კარიმოვს შეხვდა.

სააგენტოს ხელმძღვანელობამ აზერბაიჯანელ კოლეგებს ეროვნული სატყეო სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა, საქართველოს სატყეო სექტორში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. 

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია ჯიღაურას საქმიან ეზოს სტუმრობდა, სადაც მუშაობის პრინციპს ადგილზე გაეცნენ. მხარეებმა, სატყეო მეურნეობების განვითარებაში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.