N69-ე საჯარო სკოლაში ეკოგაკვეთილი გაიმართა

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, თბილისის N69  საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ეკო გაკვეთილი გაიმართა.

სააგენტოს  სატყეო ენტომოლოგმა გიორგი ბერეჩიკიძემ, მოსწავლეებს საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე, ქვეყანაში ფართოდ გავრეცელებულ და ასევე, წითელ ნუსხაში შესულ სახეობებზე, ტყეების მნიშვნელობასა  და ეკოსისტემურ სერვისებზე ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და გარემოში ქცევის წესების დამკვიდრებას.