საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტყის აღდგენის პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე

ბეჭდვა

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე,  ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია „ IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება. მხოლოდ საგაზაფხულო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიაზე 2000 -მდე  კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის  ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე  უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 4 ჰექტარამდე ფართობზე,  ჯამში  17 000-მდე  ნერგი დაირგო.    პროექტი  ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს. ღინისძიებას დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიზანი, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის საფარის ეფექტური აღდგენაა.