22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა

ბეჭდვა

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ფოკას წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტეროტორიაზე,  დარგვის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა,  სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ და  პროფესიული სასწავლებლის „ოპიზარი“ სატყეო საქმის სტუდენტებმა მიიღეს. აქციის ფარგლებში, მონასტრის ტერიტორიაზე 100-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც სასულიერო პირები და მრევლი იზრუნებს. 

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.